ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნეს. ახალი ფრონტი ქალაქის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში გაიხსნა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ მხრიდან შეტევა ელიტურ ქვედანაყოფს, CTS–ს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს დაეხმარება, რომლებიც ქალაქს სამხრეთიდან უტევენ.
ახლა ისლამისტები მოსულის ძველ რაიონში ფატქობრივად ალყაში არიან მოქცეულები. ერაყის შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც ეხმარება.
მოსულზე შეტევა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. თებერვლისთვის ერაყის ჯარმა ქალაქის აღმოსავლეთ რაიონები აიღო და შეტევა დასავლეთ მოსულზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები