ტრამპი მზად არის, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებაზე შუამავალი იყოს

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზად არის ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ „სი ენ ენი“ იუწყება.
ტრამპის თქმით, ის მზად არის იყოს მედიატორი, არბიტრი ან შუამავალი. ამასთანავე მან განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარება მხოლოდ ებრაელებს და პალესტინელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით არის შესაძლებელი. მან მოუწოდა პალესტინის ხელისუფლებას, რომ მოუწოდოს მოსახლეობას „უარი თქვას ძალადობისკენ და სიძულვილისკენ მოწოდებებზე“. „იმედი მაქვს, რომ სიძულვილი, რაც იქ სუფევს, დიდხანს არ გაგრძელდება“ – განაცხადა ტრამპმა პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მაჰმუდ აბასმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აუცილებელია ამ საკითხის მოგვარება „ორი სახელმწიფოს“ პრინციპიდან გამომდინარე.   მან ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს.
ტრამპი ადრე აცხადებდა, რომ ისრაელ–პალესტინის პრობლემის მოგვარების საკითხში არ არის აუცილებელი „ორი სახელმწიფოს“ პრინციპი, რომელიც დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები