გიორგი მარგველაშვილი: დღეს იქნება, თუ ხვალ, ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთს არაღიარების პოლიტიკა “პირწმინდად მოუგო”.

ამის შესახებ პრეზიდენტმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო აქტის შეფასებისას განაცხადა. 
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ქართული დოპლომატიის გამარჯვება და აშშ-ში საქართველოს ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგი.
„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს მეგობრებს დასავლეთში.   ასეთი კანონპროექტის განხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგიც.  ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიიღეთ ის რეალობა, რაც არის, მაგრამ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს  იქნება, თუ ხვალ, ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ და არ გატყდება ჩვენი სული. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები