“პრეზიდენტი პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და მუშაობა დაიწყო”

“პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის თაობაზე წინადადება პოლიტიკური სვლაა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და მუშაობა დაიწყო.

“როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება, მას უნდა ჰკითხოთ, ამ პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?! ფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელებთ და კონკრეტული შეთავაზება იქნება. თუ ეს არის გულწრფელი პოზიცია, სურვილი და ნაბიჯი, ეს გამოჩნდება. თუ ეს გულწრფელი პოზიციაა და გამოსაცდელი შეთავაზება არ არის, ეს გამოჩნდება. მზად ვართ, რომ კომისიაში ნებისმიერ განსხვავებულ პოზიციას მოვუსმინოთ. ამ პროცესს საყოველთაო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ მისგან არავის გარიყვა არ შეიძლება. პრეზიდენტი ამ პროცესში თავიდან უნდა ჩართულიყო. მიმაჩნია, რომ მცდარი იყო პოზიცია, როცა თავიდანვე არ ჩაერთო. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სვლაა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა, თუმცა ფორმებზე მსჯელობა გვექნება”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები