სომალიში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეცდომით მინისტრი მოკლეს

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეცდომით საზოგადოებრივი სამსახურის მინისტრი, 31 წლის აბდულაჰი შეიხ აბასი მოკლეს. დაცვის სამსახურს ის შეიარაღებულ ისლამისტში აერია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მინისტრი საპრეზიდენტო სასახლის სიახლოვეს საკუთარ ავტომანქანაში მოკლეს.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, მსგავსი ტრაგიკული  შეცდომები სომალიში ადრეც მომხდარა. იქ ძალზე მაღალია დაძაბულობა ისლამისტების ტერორისტული აქტივობის გამო.
მოკლული მინისტრი კენიაში, სომალელ ლტოლვილთა ბანაკში გაიზარდა. გასულ წელს ის სომალის მთავრობაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები