ჩინეთის დედაქალაქი მტვერმა დაფარა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინს მტვერის ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც იქ მონღოლეთიდან ჩააღწია. ასევე მტვერის ქარიშხალი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილის რამდენიმე რეგიონში მძვინვარებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ხელისუფლება ურჩევს ადგილობრივი მოსახლეობას, რომ ქუჩაში რაც შეიძლება იშვიათად  გავიდეს, ხოლო ბავშვებს და მოხუცებს ქუჩაში გასვლას საერთოდ უკრძალავს.
ამჟამად ჰაერში მტვერის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აღემატება. პეკინის ეკომონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი ჰაერიო სუნთქვა არ შეიძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები