ლე პენმა და მაკრონმა ერთმანეთი მწვავედ გააკრიტიკეს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 4 დღით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატებმა – ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა ერთმანეთი მწვავედ გააკრიტიკეს.
ტელედებატების დროს ლე ოენმა მაკრონს „ელიტების კანდიდატი“ უწოდა, რომელიც საზოგადოებას არანაირ რეფორმებს არ სთავაზობს, მან ასევე გააკრიტიკა მაკრონი იმ პერიოდისთვის, როდესაც ის ფრანსუა ოლანდის ხელისუფლებაში იყო, ასევე ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით განცხადებების გამო.
მაკრონმა, თავის მხრივ, ლე პენი „სიცრუის სტრატეგიაში“ დაადანაშაულა და მისი ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საფრანგეთის გამოყვანა ევროს ზონიდან. ასევე მან ლე პენი ანტისემიტურ და ქსენოფობიურ შეხედულებებში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები