ინდონეზიაში ტურისტს თავს კომოდის დრაკონი დაესხა

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში სინგაპურელ ტურისტს თავს დაესხა კომოდის დრაკონი – გიგანტური ხვლიკი, რომელიც ვარანისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ეს პირველი მსგავსი ინციდენტია ბოლო 5 წლის განმავლობაში.
კომოდის დრაკონები მსოფლიოში უდიდესი ხვლიკებია. ზოგიერთი მათგანის სიგრძე 3 მეტრს, ხოლო წონა – 100 კილოგრამს აღწევს.
ნაკრძალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 50 წლის სინგაპურელი დრაკონთან ძალიან ახლო მანძილზე მივიდა, რათა ხვლიკისთვის ფოტო გადაეღო. კომოდის დრაკონმა მას ფეხში უკბინა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები