ლონდონის სასამართლომ 20 წლის ახალგაზრდა ტერაქტის მოწყობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო

ლონდონის ცენტრალურმა სასამართლომ 20 წლის სტუდენტი დეიმონ სმიტი მეტროში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ის ტერაქტის მოწყობას გასული წლის ოქტომბერში ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ახალგაზრდა მანამდე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდამ, რომელშიც ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ადგილას ზერგჩანთის შეტანა შეძლო, რომელშიც  ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. პოლიციამ ახალგაზრდა დააკავა და მეტროში მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა.
სასამართლოს სხდომაზე სმიტი ბრალს არ აღიარებდა. ის აცხადებდა, რომ ტერაქტის იმიტაციის მოწყობას გეგმავდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ბომბი რკინის ელემენტებით იყო სავსე, გამოძიებას მისცა საფუძველი ივარაუდოს, რომ ტერაქტი მართლაც იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები