რუსეთი ყირგიზეთს საგარეო ვალს ჩამოაწერს

რუსეთის მთავრობა ყირგიზეთისთვის 240 მილიონი აშშ დოლარის ვალის ჩამოწერას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ ყირგიზეთისთვის ოფიციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში მიიღო.
რუსეთმა ყირგიზეთს ვალი ადრეც ჩამოაწერა. კერძოდ, 2013 წელს მოსკოვმა ბიშკეკს 188,9 მილიონი დოლარის ვალი ჩამოაწერა.
2016 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უზბეკეთისთვის 865 მილიონი დოლარის ჩამოწერის შესახებ. მანამდე რუსეთმა ვალი მონღოლეთს, ავღანეთს და ლიბიას ჩამოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები