ერაყში რადიკალური ქურთული დაჯგუფების ლიდერი დააკავეს
ერაყში რადიკალური ქურთული დაჯგუფების, „ქურთისტანის გამათავისუფლებელი ქორების“ ლიდერი ჰაჯი თიურმაკი დააკავეს. მისი დაკავების ოპერაცია ქალაქ ერბილში ჩატარდა. ის ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის და თურქეთის სადაზვერვო ქვედანაყოფებმა განახორციელეს. ამის შესახებ გამოცემა “Sabah”-ი იუწყება.
თიურმაკი თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში 59 ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ყველაზე მასშტაბიანი ტერაქტი ქალაქ კაესირიში გასული წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ სამხედროებით სავსე ავტობუსის მახლობლად მომხდარ აფეთქებას 17 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა და 55 დაიჭრა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაჯგუფების ლიდერი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების სპეციალისტი იყო. ის დაკავების შემდეგ თურქეთში გადაიყვანეს.