მსოფლიო ბანკმა უკრაინას 150 მილიონი დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა უკრაინას 150 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო. ფული მცირე და საშუალო საწარმოებს მოხმარდება. გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იყო მიღებული.
როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სატუ კახკონენმა განაცხადა, უკრაინას აქვს კარგი პოტენციალი და მას მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება შეუძლია, მაგრამ პრობლემა არასაკმარის ინვესტირებაში მდგომარეობს.
კრედიტს უკრაინის ექსპორტ-იმპორტის ბანკი მიიღებს. შემდეგ ეს ბანკი კრედიტებს სხვა ბანკებს მისცემს და ისინი ამ თანხებით უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებს დააფინანსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები