ირანის ერთ-ერთ მაღაროში აფეთქება მოხდა – 50-მდე მაღაროელი მიწის ქვეშ ბლოკირებულია

ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 50-მდე მაღაროელი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. ამის შესახებ სააგენტო IRNA იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ქალაქ აზადშახრის მახლობლად მდებარე მაღაროში მოხდა. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მიწის ქვეშ ბლოკირებულ მაღაროელებს შორის დაღუპულებიც არიან, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები