პუტინი სოჭში ერდოღანს ხვდება

სოჭში დღეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეხვედრა საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმართება.
„შეხვედრაზე საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, მოხდება ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების განხილვა , ასევე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული შეზღუდვების მოხსნა და მათი მომავალი განვითარების საკითხები განიხილება“, – წერია მოლაპარაკების მასალებში.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრაზე თურქეთში რუსული ხორბლის მიწოდების საკითხები იქნება განხილული. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილება თურქეთში რუსული საზენიტო კომპლექსების, S-400-ის მიწოდების საკითხიც. გარდა ამისა, იგეგმება “თურქული ნაკადის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები