აზერბაიჯანში საპენსიო ასაკი გაზარდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას კანონში „პენსიების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ. გამოცემა “Oxu.Az”-ის ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები აზერბაიჯანის პარლამენტმა მიმდინარე წლის 10 მარტს მიიღო.
ცვლილებების შემდეგ, მამაკაცების საპენსიო ასაკი 63 -დან 65 წლამდე, ხოლო ქალების – 60-დან 65 წლამდე იზრდება. მამაკაცების საპენსიო ასაკი 2021 წლამდე წელიწადში 6 თვით მოიმატებს, ხოლო ქალების საპენსიო ასაკი წელიწადში 6 თვით 2027 წლამდე გაიზრდება.
კანონი  2017 წლის 1-ელ ივლისს შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები