ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის მოქალაქე დააკავა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქე დააკავა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი, სახელად კიმ სან დუკი „არამეგობრული ქმედებების“ ჩადენას აპირებდა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს მამაკაცი ფხენიანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასწავლიდა და  „ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“ მოქმედებდა.
სააგენტო “რენჰაპის” ინფორმაციით, ეს ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული აშშ-ის მესამე მოქალაქე იქნება. მანამდე, 62 წლის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე კიმ ჩონ ჩხოლი და ამერიკელი სტუდენტი ფრიდერიკ უორმბიერი დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები