კობახიძე ოპოზიციას: ნუ გააგრძელებთ ამ გზით სიარულს, რადგან ეს არ ივარგებს პოლიტიკური სისტემისათვის

” საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თქვენ იტყუებით”, -აღნიშნული განცხადებით საპარლამენტო უმცირესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ მიმართა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია, რომელმაც პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოს პოლიტიკური სისტემის განვითარებაში, არსებული ქმედებებით ასეთ წვლილს ვერ შეიტანს.
”თქვენ ამ გზით დაიწყეთ პოლიტიკაში სიარული და ნუ გააგრძელებთ ამ გზით სიარულს, რადგან ეს არ ივარგებს პოლიტიკური სისტემისათვის. თქვენ პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოთ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში, ამ გზით ვერ შეიტანთ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები