კახა კალაძე: თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა

“თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საზოგადოებასთან ამ თემაზე ღიად ისაუბრებს, ამ ეტაპზე კი არც მსჯელობა და არც რამე გადაწყვეტილება არ ყოფილა.
“როდესაც იქნება კონკრეტულად გადაწყვეტილი, მე არ მაქვს პრობლემა, ღიად ვესაუბრო საზოგადოებას. არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი”,-აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები