დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირიდან გასვლის სანაცვლოდ, 100 მილიარდი ევროს გადახდას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირიდან გასვლის სანაცვლოდ, 100 მილიარდი ევროს გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში მინისტრმა დევიდ დევისმა განაცხადა. მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი იმას გადაიხდის, რაც კანონით არის გათვალისწინებული და არა იმას, რაც ევროკავშირს სურს.
როგორც გაზეთი  “Financial Times”-ი წერს, „ბრექსიტის“ სანაცვლოდ დიდი ბრიტანეთის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა 50-დან 100 მილიარდ ევრომდე შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს.
ეს თანხა, შესაძლოა, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ხელისუფლებების მოთხოვნებმა გამოიწვიოს. კერძოდ, პოლონეთი და საფრანგეთი სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების მოთხოვნებს აყენებენ, ხოლო გერმანიამ ევროპულ აქტივებში – უძრავ ქონებაში, საბანკო დეპოზიტებში, შესაძლოა,  დიდი ბრიტანეთის წილების გაუქმება მოითხოვოს.
რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის და ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟან-კლოდ იუნკერს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება ძალზე რთულად მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები