ირაკლი კობახიძე: ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა ცხადყოფს, რომ აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული ქვეყანა

“ამერიკელი კონგრესმენების აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს – აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ ეს სტატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსთან დაკავშირებით, 30 ამერიკელი კონგრესმენის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვას ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას გამოეხმაურა.
”კონგრესმენის წერილში ხაზგასმულია სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას – აშშ-სა და საქართველოს აკავშირებს. წერილში ხაზგასმულია ის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ტარდება. საქართველო მოხსენიებულია, როგორც აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორი. ხაზგასმულია ასევე, ჩვენი ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოსთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო ჩანაწერი, როცა კონგრესმენები პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები