გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, თბილისის მერის პოსტზე კენჭი იყაროს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი თბილისის მერის პოსტზე იყაროს, თუმცა როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და „ახალი საქართველოს“ გუნდს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, კონკრეტულად რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
„ ჯერ საუბარი იმაზე, ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, ადრეა. ამაზე ჩამოყალიბებული არ ვარ. არ გამოვრიცხავ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეიძლება პარლამენტში არ იყო, მაგრამ იყო ძალიან აქტიური. კვირა არ გავა, რომ არ წამოვწიოთ პრობლემური საკითხები, კვირა არ გავა, რომ შეთავაზება არ გავუკეთოთ მოსახლეობას. ერთადერთი გუნდია ჩვენი გუნდი, რომელსაც დეტალურად აქვს გაწერილი თბილისის განვითარების გეგმა . ჩვენ ვმუშაობ ამ გეგმის სრულყოფაზე, რომლის შექმნაშიც 500-მდე ადამიანი იყო ჩართული. ეს გეგმა გულისხმობს სოციალურ მიმართულებას, გამწვანებას, დაბინძურებული ჰაერის პრობლემის მოგვარებას, იმას, თუ როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები. როგორ მოვახერხოთ ის, რომ კი არ ვყრიდეთ ადამიანებს გარევაჭრობიდან, არამედ შევთავაზოთ მათ სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, რომ საბჭოთა გაგებით გენგეგმა არ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს ქალაქის განვითარების სტრატეგია და ამაზე ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები