ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის გადადგომას წინ უსწრებდა მას და ფინანსთა მინისტრს და მილიარდერს, ანდრეი ბაბიშს შორის მომხდარი დაპირისპირება. სობოტკამ ბაბიში გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა, რისთვისაც ის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყნის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს იყენებს.
„სამი წლის წინ მე ახალი მთავრობა ჩამოვაყალიბე, რომელმაც ჩრდილოვან ეკონომიკასთან, გადასახადების გადახდისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება აიღო. ამისთვის მთავრობამ მთელი რიგი  ზომები განახორციელა. დღეს არსებული მდგომარეობა მოსახლეობის მხრიდან როგორც მთავრობის, ასევე პოლიტიკის მიმართ ნდობას აზიანებს. ჩემთვის მიუღებელია სიტუაცია, როდესაც ფინანსთა მინისტრი ვერ ასაბუთებს თუ საიდან აქვს მას ასეთი დიდი ქონება და შეასრულა თუ არა მან საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება” განაცხადა სობოტკამ.
მისი თქმით, ასეთ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და ამიტომ გადადგომა გადაწყვიტა, შესაბამისი თხოვნით ის პრეზიდენტს მიმართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები