ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. მათ სირიაში და ჩრდილოეთ კორეაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყუბა, ლიდერები კოორდინირებულ მოქმედებაზე, დაძაბულობის დეესკალაციაზე და პრობლემების დიპლომატიურ მოგვარებაზე შეთანხდნენ.
პუტინი და ტრამპი ასევე შეთანხდნენ, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე ტელეფონით კონსულტაციებს გააგრძელებენ.
პრეზიდენტები ასევე შეთანხდნენ, რომ კონსულტაციები და კონტაქტები სახელმწიფო მდივნის და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაგრძელდება.
თეთრ სახლში ტრამპის და პუტინის საუბარი დადებითად შეაფასეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის  ინფორმაციით, ლიდერები სირიაში მშვიდობის დასამყარებლად უსაფრთხოების ზონების შექმნის აუცილებლობაზე შეთანხდნენ. ასევე ტრამპმა და პუტინმა მთელ ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები