მღებრიშვილი რუს ბაიკერებზე საუბრობს: არ მოდიან, დამშვიდდით

“არ მოდიან, დამშვიდდით”, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
მესაზღვრეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განმარტა.
”არის კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ ყოფნას, სწორედ ამ კანონის საფუძველზე მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მოხდა. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია, რომ გამოკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება,” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები