დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, რიგგარეშე არჩევნებამდე, მუშაობა შეაჩერა. არჩევნები 8 ივნისს ჩატარდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი არჩევნებამდე 25 სამუშაო დღით ადრე მუშაობას წყვეტს.
ამ მომენტიდან, დეპუტატები პარლამენტის წევრთა სტატუსს კარგავენ. მათ რამდენიმე დღე ეძლევათ, რომ სამუშაო ადგილები დატოვონ. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და მისი მთავრობის წევრები მუშაობას განაგრძობენ.
ოთხშაბათს პრემიერი დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდება და მას პარლამენტის დათხოვნის, ასევე, საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ აცნობებს.
ტერეზა მეიმ 18 აპრილს პარლამენტს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თხოვნით მიმართა. ის სამი წლით, ვადაზე ადრე ჩატარდება. მეიმ ეს გადაწყვეტილება სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით ახსნა იმ პერიოდში, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები