სირიაში რუსი სამხედრო ექსპერტი დაიღუპა

სირიაში რუსი სამხედრო ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსეი ბუჩელნიკოვი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის სნაიპერმა მოკლა.
როგორც სამინისტროში „ბი ბი სის“ აცნობეს, ბუჩელნიკოვი სამთავრობო ძალების არტილერისტთა მომზადებით იყო დაკავებული. სამხედრო მომზადების დროს,  სნაიპერებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. რუსი სამხედროები არ აკონკრეტებენ, თუ რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ „ბოევიკები”, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს.
ვიცე-პოლკოვნიკი 32-ე რუსი სამხედრო მოსამსახურე იქნება, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, სირიაში დაიღუპა. რუსული მედიის და ბლოგერების ცნობით, რეალური დანაკარგების რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, ვინაიდან რუსეთიდან შეიარაღებული დაჯგუფებები სირიაში საბრძოლველად ხშირად არაოფიციალურად მიდიან და კერძო კომპანიების წარმომადგენლები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები