მერკელმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის წინაპირობა დაასახელა

რუსეთში მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამ ქვეყნის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმების წინაპირობა დაასახელა. მერკელმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მინსკის შეთანხმებების შესრულების შემთხვევაში მოხდება. ამის თაობაზე „როსია 24“ იუწყება.
უკრაინის გარდა, მერკელმა და პუტინმა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში არსებული მდგომარეობა, ტერორიზმთან ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ სირიის პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.
პუტინისა და მერკელის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები