მერკელმა პუტინს ჩეჩნეთში გეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთში გეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების უფლებების საკითხზე ძალზე უარყოფითი დასკვნები არსებობს. მე ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვას ყურადღება მიაქციოს და გავლენა მოახდინოს“ , – განაცხადა მერკელმა სოჭში პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
პუტინს პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე არ უსაუბრია. ჩეჩნეთში გეების გატაცებების, წამების და მკვლელობების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ერთი თვის წინ გავრცელდა. ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები