ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 3 პოლიციელი მოკლეს

ეგვიპტეში „ბოევიკების“ თავდასხმას 3 პოლიციელი ემსხვერპლა, 5 სამართალდამცველი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ეგვიპტის შს სამინისტროში აცნობეს, შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის პატრულს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობისთვის, ეგვიპტეში რამდენიმე კვირის წინ ქრისტიანულ ეკლესიებთან მომხდარი აფეთქებების შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები