სირიაში ლტოლვილების ბანაკზე თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა

32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა სირიაში ერაყელ ლტოლვილებზე თავდასხმის შედეგად. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ განახორციელეს.
დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. თავდასხმის შემდეგ, „ბოევიკებმა“ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები მძევლად აიყვანეს და მიიმალნენ, ასევე,  ავტომობილები გაიტაცეს.
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ამჟამად „სირიის თავისუფალ არმიას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. სირიის ოპოზიციური ძალები ქალაქ რაქას აღებას ცდილობენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისლამისტების არაოფიციალური დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები