ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა 2 პოლიციელი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყში 2 პოლიციელი მოკლეს. თავდასხმა ჩრდილოეთ ერაყში, სალადინის პროვინციაში მოხდა. შეტევის დროს სამი სამართალდამცველიც დაიჭრა.
ადგილობრივი უშიშროების ძალების ინფორმაციით, ორი თვითმკვლელი ტერორისტი საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხა. კიდევ ერთი თავდასხმა ქალაქ სამარრასთან მოხდა, თუმცა იქ შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყველაზე გააფთრებული ბრძოლები დღეს ერაყის ქალაქ მოსულში მიმდინარეობს, რომლის ნაწილს კვლავ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები