ლე პენი პლაგიატში დაადანაშაულეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი პლაგიატში დაადანაშაულეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლე პენმა პირველ ტურში მისი მოწინააღმდეგის, ფრანსუა ფიონის სიტყვები გამოიყენა. თავის მხრივ, ლე პენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არ იყო პლაგიატი, არამედ იყო ციტატა ფარული აზრით.
ლე პენის და ფიონის გამოსვლების მსგავსებაზე ფრანგულმა ტელეკომპანია “Ridicule TV”-მ გაამახვილა ყურადღება. ვიდეორგოლში ჩანს, რომ ფიონის და ლე პენის გამოსვლები პრაქტიკულად, იდენტურია.
ცნობისთვის, საფრანგეთში 7 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, მარინ ლე პენის მოწინააღმდეგე ცენტრისტი ემანუელ მაკრონია. ექსპერტების აზრით, გამარჯვების მეტი შანსი სწორედ მაკრონს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები