პუტინი სოჭში მერკელს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ხვდება. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. იგეგმება ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე საუბარი.
შეხვედრის დასაწყისში, პუტინმა მერკელს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს “დიდი ოცეულის“ შეხვედრისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გერმანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთში ანგელა მერკელის ვიზიტი ბუნდესტაგში არჩევნების წინ ტარდება, ასე რომ, კანცლერისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს ეს ვიზიტი მის მხარდამჭერებზე, ვიდრე პუტინთან კონკრეტული შეთანხმების მიღწევა.
ბოლოს ანგელა მერკელი რუსეთში 2015 წელს იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები