ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეაში Thaad-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განათავსეს

ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეაში Thaad-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების პროცესი დაასრულეს. ამ ფაქტმა რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის პროტესტი გამოიწვია. კომპლექსები კორეის ნახევარკუნძულზე ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების საპასუხოდ განთავსდა. ამ სისტემების საბრძოლო მდგომაროებაში მოყვანას რამდენიმე თვე დასჭირდება. პენტაგონის ინფორმაციით, ამჟამად მათი შესაძლებლობები შეზღუდულია.

ცნობისთვის, ანტისარაკეტო კომპლექსი THAAD (Terminal High Altitude Area Defense), მცირე და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია, მისი მოქმედების რადიუსი დაახლოებით 200 კილომეტრია, რაკეტების განადგურება ამ სისტემას 150 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია. მსგავსი სისტემები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხის ასაცილებლად, აშშ-მა მანამდე კუნძულ გუამზე და ჰავაის კუნძულებზე განათავსა. ბოლო თვეებში, კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა გამწვავდა. ფხენიანი ვაშინგტონის და სეულის მისამართით კვლავ აგრესიულ განცხადებებს აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები