კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 8 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ავიაკატასტროფა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან სამხრეთით მოხდა, კატასტროფა „სესნას“ ტიპის თვითმფრინავმა განიცადა. დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი კოლუმბიის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა გამოუცხადა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები