თურქეთი სირიასთან საზღვარს ამაგრებს

 თურქეთი სირიასთან საზღვრის გამაგრებას გეგმავს. ამისთვის პროვინციაში სამუშაოები უკვე დაიწყო. მოეწყობა სპეციალური მოედანი ჯავშანტექნიკისთვის.
„ანადოლუს“ ცნობით, გამაგრებითი სამუშაოები სირიის საზღვრის იმ მონაკვეთებზე მიმდინარეობს, რომლის სიახლოვეს ქურთების მიერ კონტროლირებადი რაიონები მდებარეობს. თურქეთი მათ ტერორისტებად აფასებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 27 აპრილს დასახლება აქჩაკალში სასაზღვრო პუნქტს სირიის ტერიტორიიდან ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები