ერაყში მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ კირკუკში მომხდარი თავდასხმის შედეგად, გაზის კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე იუნუს მუჰამედი და მისი პირადი მცველი დაიღუპნენ. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა კირკუკის სამხრეთ ნაწილში მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა მუჰამედს ცეცხლი გაუხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამჟამად მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები