ტილერსონმა და ლავროვმა სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიაში არსებული სიტუაცია ტელეფონით განიხილეს.
საუბარი ასტანაში სირიის საკითხზე დაგეგმილი შეხვედრის წინ შედგა. ყაზახეთის დედაქალაქში შეხვედრა 3-4 მაისს გაიმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიის გარდა, საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსაც შეეხო, კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საბჭოს სხდომის დღის წესრიგი განიხილეს, რომელის აშშ-ის ქალაქ ფერბენკსში 10-11 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები