ტორონტოში აფეთქება მოხდა
კანადის ქალაქ ტორონტოში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ელექტროტრანსფორმატორის გაუმართაობამ გამოიწვია. თავდაპირველად, თვითმხილველებმა რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო შემდეგ მიწის სიღრმიდან ბოლი ამოვიდა.
ელექტროგაყვანილობაში მომხდარი ავარიის გამო, რამდენიმე საათით, გზაზე სამანქანო მოძრაობა პარალიზებული იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.