ვენესუელის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს – ოპოზიცია მას სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ეროვნული დამფუძნებელი კრების მოწვევას და საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს. მადურო აცხადებს, რომ ეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბოლო რამდენიმე თვეში, მადუროს წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში 29 ადამიანი დაიღუპა. ოპოზიცია მადუროს საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „მადუროს ამ სიგიჟეს არ დაემორჩილონ“.
მადურო ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შეცვლას გეგმავს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპროლესი აცხადებს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების უფლება მხოლოდ პარლამენტს აქვს. ის მომხრეებს ქუჩაში საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.