დღეს ტრამპი და პუტინი სირიის საკითხზე ტელეფონით ისაუბრებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი სირიის საკითხზე ტელეფონით ისაუბრებენ. ამის შესახებ „ბი ბი სის“ ტრამპის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ეს მესამე სატელეფონო საუბარი იქნება პუტინსა და ტრამპს შორის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საკმაოდ რთული ურთიერთობების ფონზე გაიმართება.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინი და ტრამპი ტერორიზმთან ბრძოლას, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, ირანის ბირთვულ პროგრამას და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები