აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს ევროპაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის შენარჩუნების შესახებ აფრთხილებს. იენს ტილერსონის უწყებამ ეს გაფრთხილება აშშ-ის იმ მოქალაქეებისთვის გამოსცა, რომლებიც ევროპაში გამგზავრებას აპირებენ. განცხადებაში ნახსენებია საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტები და აღნიშნულია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ალ ქაიდას“ ევროპაში ტერაქტების დაგეგმვის და განხორციელების საშუალება კვლავ აქვთ.
გაფრთხილება ძალაშია მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები