პარიზში პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა სხეულის დამწვრობა მიიღო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეც დაშავდა. საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთის პროფკავშირებმა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები