მინსკში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია მოაწყო

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციამ მსვლელობა მოაწყო. ის მრავალრიცხოვანი არ იყო. „ბი ბი სის“ ცნობით, დემონსტრაციაში დაახლოებით 150 ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის  მონაწილეები ოქტომბრის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი სკანდირებდნენ „ლუკაშენკო წადი!“ და „ბელორუსიას გაუმარჯოს!“
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მსვლელობა მშვიდობიანად დასრულდა. პოლიციას აქციის მონაწილეები არ დაუკავებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები