ალასკაზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ალასკაზე დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 6,2 შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 5.30 სთ-ზე მოხდა. ტელეკომპანია “CBC”-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების დროს ბევრმა ადამიანმა გაიღვიძა და სახლები პანიკაში დატოვეს.
მიწისქვეშა ბიძგებს რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები