სირიაში ქურთმა მოხალისეებმა ქალაქ ტაბკას ცენტრი დაიკავეს

სირიის ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა ძალებმა“  სირიის ქალაქ ტაბკას ცენტრი დაიკავეს. აქამდე ტაბკას „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„სირიის დემოკრატიული ძალები“ ძირითადად, ქურთი მოხალისეებისგან შედგება. ამჟამად ქალაქში დარჩენილი ტერორისტების დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.
ტაბკა ქალაქ რაქადან 40 კილომეტრში მდებარეობს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ის  2014 წელს დაიკავა. რაქა სირიაში ისლამისტების არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები