ოდესის სარკინიგზო სადგურთან ბომბი აღმოაჩინეს (ვიდეო)

უკრაინის ქალაქ ოდესის სარკინიგზო სადგურთან ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. უკრაინის შს სამინიტროს ინფორმაციით, ჩანთაში ხელყუმბარები, ელექტროდეტონატორი,  ასევე, აკუმულატორი და ტროტილის შაშხანა აღმოაჩინეს. გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. ოდესის პოლიცია ამ დღეებში მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. პატრულირების დროს სამართალდამცველები უპილოტო აპარატებსაც იყენებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები