ჩრდილოეთ კორეა ამერიკული წყალქვეშა ნავის ჩაძირვით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის ჩაძირვით იმუქრება. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს.
„იმ მომენტში, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ წყალქვეშა ნავი „მიჩიგანი“ რაიმე სახის ოპერაციის განხორციელებას დააპირებს, ის უმალვე იქცევა წყალქვეშა მოჩვენებად და ზედაპირზე ამოსვლას ვეღარასოდეს შეძლებს“, – იუწყება ფხენიანის სამთავრობო საიტი Uriminzokkiri.
წყალქვეშა ნავი კორეის ნახევარკუნძულთან გასულ კვირას მივიდა. ასევე, აქ ამერიკული სამხედრო ესკადრა იმყოფება ავიამზიდ „კარლ იულსონის“ ხელმძღვანელობით. ამერიკული ესკადრა ჩრდილოეთ კორეას ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საპასუხოდ მიუახლოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები