პაკისტანში „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

პაკისტანში ავღანური რადიკალური დაჯგუფების, „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაულავი მუჰამედ დაუდი მოკლეს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით „ბოევიკი“ პეშავარის მახლობლად ავღანელი ლტოლვილების ბანაკში მიდიოდა, რა დროსაც მას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა.
„თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტები აცხადებენ, რომ დაუდი იმის გამო მოკლა, რომ ის ავღანეთში ISIS-ის წინააღმდეგ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები