იემენში ნაღმის აფეთქების შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

იემენში ნაღმის აფეთქების შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაღუპული სამხედროები ავტომობილში იმყოფებოდნენ, რომელიც ნაღმზე აფეთქდა. კიდევ სამი სამხედრო დაიჭრა. აფეთქება საუდის არაბეთის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.
იემენში 2014 წლის შემდეგ ამბოხებულ ხუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ქვეყნის დედაქალაქ სანას სწორედ ხუსიტები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები